რა არის რეალურად Work-Life Balance და რატომ არის ის ჩვენთვის აუცილებელი?
სამსახურის ძიებისას, ხშირად მთელი ჩვენი დრო, ენერგია და ფიქრი მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რაც შეიძლება სწრაფად ვიპოვოთ სამუშაო. თუმცა, ამ პროცესში ხშირად გვავიწყდება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი: როგორ იმოქმედებს ეს სამსახური ჩვენს პირად ცხოვრებაზე? სწორედ აქ ჩნდება ცნება Work-Life Balance, ანუ სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსი.
🔍 რას ნიშნავს Work-Life Balance?
Work-Life Balance არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი წარმატებით ანაწილებს დროს, ენერგიას და ყურადღებას პროფესიულ და პირად ასპექტებს შორის. ეს გულისხმობს, რომ:
-
პროდუქტიულად მუშაობ სამსახურში, თუმცა საღამოს მაინც გრჩება დრო ოჯახთან, მეგობრებთან ან უბრალოდ დასვენებისთვის;
-
არ განიცდი მუდმივ სტრესსა და გადაღლას;
-
შენს ყოველდღიურობაში არის დრო იმ აქტივობებისთვის, რაც შენს ბედნიერებასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას უწყობს ხელს.
❗რატომ არის ეს მნიშვნელოვანი მათთვის, ვინც სამსახურს ეძებს?
სამსახურის ძიებისას ხშირად ყურადღებას ვამახვილებთ მხოლოდ ხელფასზე, პოზიციაზე ან კომპანიაზე, მაგრამ გრძელვადიანი წარმატება და კეთილდღეობა ხშირად ბალანსზეა დამოკიდებული. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ფაქტორები გაითვალისწინო:
-
შენს პრიორიტეტებს წინასწარ განსაზღვრავ
გაიაზრე, შეგიძლია თუ არა იმუშაო ინტენსიურად, ან გჭირდება მოქნილი სამუშაო გრაფიკი. ამ ინფორმაციის საფუძველზე უკეთ შეაფასებ ვაკანსიას.
-
არ მიიღებ პირველ შემოთავაზებას დაუფიქრებლად
ზოგჯერ სამსახური შეიძლება გარედან მიმზიდველად გამოიყურებოდეს, მაგრამ სინამდვილეში მთლიანად მოითხოვოს შენი პირადი დრო. ბალანსის მნიშვნელობის გაცნობიერება გეხმარება გააზრებულად მიიღო გადაწყვეტილება.
-
გრძელვადიანი წარმატებისთვის ბალანსი აუცილებელია
დასაწყისში გადაღლილობა, გადაწვა და სტრესი შეიძლება არ იგრძნო, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი აუცილებლად იმოქმედებენ როგორც შენს პროდუქტიულობაზე, ასევე ჯანმრთელობაზე.
✅ როგორ მიხვდე, რომ სამსახური ბალანსს არ დაგირღვევს?
-
შეამოწმე სამუშაო გრაფიკი, არის თუ არა განსაზღვრული სამუშაო საათები?
-
კომპანია ითვალისწინებს დისტანციური ან ჰიბრიდული მუშაობის შესაძლებლობას?
-
თანამშრომლებს აქვთ რეალური თავისუფალი დრო?
-
კომპანიაში ღიად საუბრობენ ბალანსის მნიშვნელობაზე?
დასკვნა:
სამსახურის ძიებისას მიზანი არ უნდა იყოს მხოლოდ დასაქმება, არამედ ისეთი გარემოს პოვნა, რომელიც ხელს უწყობს შენს განვითარებას და შენს ცხოვრებას ინარჩუნებს ჰარმონიას. Work-Life Balance ფუფუნება არ არის, ეს პირადი და პროფესიული წარმატების ქვაკუთხედია.
გადმოწერე Awork-ის აპლიკაცია და გადახედე მიმდინარე ვაკანსიებს!