Skip to content

2024 წლის 5 მოთხოვნადი პროფესია

ბოლო ათეულ წლებში ტექნოლოგიურმა განვითარებამ ტრადიციული ინდუსტრიები გააციფრულა, რასაც სამუშაო ბაზრის გაფართოება და მოთხოვნადი პროფესიების ტენდენციების ცვლილება მოჰყვა.

კარიერის არჩევისას, იქნება ეს პირველი პროფესიის დაუფლება თუ არსებულის შეცვლა, მნიშვნელოვანია, იცოდე  რომელი პროფესიებია დღესდღეობით მოთხოვნადი და რომელ სფეროში გაქვს უფრო მეტი განვითარების შესაძლებლობა.

სწორედ ამიტომ, გთავაზობთ იმ 5 პროფესიის ჩამონათვალსა და მოკლე აღწერას, რომლებიც გლობალურ სამუშაო ბაზარზე მაღალი მოთხოვნადობით გამოირჩევა.

 

Awork-ის ხუთი ყველაზე მოთხოვნადი ვაკანსია!

 

ბაზრის ანალიტიკოსი

ბაზრის კვლევა ნებისმიერი კომპანიის სამუშაო პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილია - ანალიტიკოსმა უნდა მოიკვლიოს ინფორმაცია კონკურენტების, მომხმარებლებისა და პოტენციური ბაზრების შესახებ და ამ მონაცემებზე დაყრდნობით გამოიტანოს დასკვნები, რომლებიც კომპანიას სწორი სამოქმედო გეგმის შედგენაში დაეხმარება.

მართალია, კომპანიათა საქმიანობის მრავალფეროვანი ხასიათიდან გამომდინარე, მათი მოთხოვნები განსხვავებულია, თუმცა შეგვიძლია გამოვყოთ ბაზრის ანალიტიკოსის ძირითადი პასუხისმგებლობები, რომლებიც მოიცავს:

  • მონაცემთა შეგროვების ტექნიკის განვითარება;
  • მონაცემთა მოდელირების ხელსაწყოების გამოყენება;
  • მონაცემთა გაანალიზება და მიგნებების რეპორტინგი;
  • *მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებისთვის საჭირო მონაცემების დამუშავება და მიწოდება;
  • პროდუქტის ტესტირება და ბრენდის კვლევა.

IT მენეჯერი

IT მენეჯერი თანამედროვე სამუშაო სივრცეში, რომელიც თითქმის მთლიანად გაციფრულებულია, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს ირგებს. მისი მიზანია, კომპანიის ტექნოლოგიების სისტემების მონიტორინგი და ადმინისტრირება, რათა საჭირო პროცესები შეუფერხებლად წარიმართოს.

მას შეიძლება ევალებოდეს:

  • კომპიუტერული სისტემების, აპარატურისა და ქსელების გამართვა და ზედამხედველობა;
  • IT ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული გეგმის შემუშავება და განხორციელება;
  • IT გუნდის ხელმძღვანელობა და განვითარების ხელშეწყობა;
  • საჭიროების შემთხვევაში, სისტემის გასაუმჯობესებლად რეკომენდაციების გაცემა;
  • კომპანიაში არსებული ინფორმაციისა და რესურსების დაცვის მიზნით უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება;
  • თანამშრომლების ტექნიკური მხარდაჭერა.

Software დეველოპერი

Software დეველოპერებს შესაძლოა ციფრული არქიტექტორები ვუწოდოთ. ისინი კოდების მეშვეობით ქმნიან და ზედამხედველობენ სისტემებს, რომლებიც გამოიყენება, როგორც ოპერაციული სისტემების, ისე მობილური აპლიკაციებისა და ვიდეო თამაშების შესაქმნელად და გასაუმჯობესებლად.

ხშირად მათი მოვალეობებია:

  • პროგრამული უზრუნველყოფისთვის მომხმარებელთა საჭიროებების ანალიზი;
  • Software პროგრამების დაპროექტება, ტესტირება და შექმნა;
  • პროგრამის გამართულად ფუნქციონირებისთვის ტექნიკური მომსახურების გაწევა;
  • ახალი software სისტემების, ვებ-გვერდების, პროგრამებისა და აპლიკაციების კვლევა და შექმნა.

Web დეველოპერი

ისინი ქმნიან ვებ-გვერდებს ბრენდების, კომპანიებისა და კლიენტებისათვის. მათი ძირითადი როლი ვებ-საიტის ვიზუალური გამართვა და ნავიგაციის ოპტიმიზაციაა, თუმცა მათ პასუხისმგებლობაში შედის საიტის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფაც.

არსებობს ვებ დეველოპმენტის 4 ძირითადი განშტოება (back-end, front-end, fullstack და webmaster), რომელთა საქმიანობაც ერთმანეთისაგან განსხვავდება, მაგრამ შესაძლებელია რამდენიმე ძირითადი მოვალეობის გამოყოფა:

  • საიტის კოდირება (ძირითადად HTML, XML ან JavaScript-ის გამოყენებით);
  • მომხმარებლის ინტერფეისისა (UI) და სანავიგაციო მენიუს შექნა;
  • საიტის მუშაობის ან მომხმარებლების გამოცდილებასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა (UX);
  • დიზაინერებთან, დეველოპერებთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა;
  • ვებ-აპლიკაციების ტესტირება.

ციფრული მარკეტინგის მენეჯერი

ციფრული მარკეტინგის მენეჯერი ავითარებს და აკონტროლებს კომპანიის ციფრულ პლატფორმებსა და მარკეტინგულ კამპანიებს. ეს როლი მოითხოვს ბრენდის ცნობადობის გაზრდას, კომპანიის ვებსაიტზე ტრაფიკის გაძლიერებას და გაყიდვების პოტენციალის გენერირებას. ციფრული მარკეტინგის მენეჯერი მეთვალყურეობს და უზრუნველყოფს მარკეტინგული გუნდის მხარდაჭერას რამდენიმე მიმართულებით, როგორიცაა:

  • კონკურენტების კვლევა და რეპორტინგი;
  • მარკეტინგული კამპანიების ოპტიმიზაცია, როგორიცაა იმეილ მარკეტინგი, სოც. მედია და ციფრული რეკლამირება.
  • მომხმარებელთა გამოცდილების მონიტორინგი;
  • კამპანიების შედეგების გაზომვა და რეპორტინგი;
  • ახალი ციფრული არხებისა, ტენდენციებისა და ხელსაწყოების დანერგვა.