Skip to content

5 საჭირო რჩევა დამწყები HR პროფესიონალებისთვის

ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალები ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენენ კომპანიაში - მათი როლი გადამწყვეტია სამუშაო ძალის ჩამოყალიბებაში, თანამშრომლების პროდუქტიულობის გაზრდასა და ორგანიზაციული წარმატების მიღწევაში.

Awork 5 საჭირო რჩევა  დამწყები HR პროფესიონალებისთვის

დამწყები HR-ებისათვის ადამიანური რესურსების მართვის სამყაროში შებიჯება, შეიძლება, რთული აღმოჩნდეს, რადგან ეს გზა ბევრ გამოწვევასთანაა დაკავშირებული. ეს სფერო მოითხოვს სამუშაო რეგულაციებისა და თანამშრომლების მრავალფეროვანი საჭიროებების მართვას, პოზიტიური სამუშაო კულტურის ჩამოყალიბებასთან ერთად.

იმისათვის, რომ ამ კომლექსურ პროცესებში თავიდან ავირიდოთ დაბნეულობა და სტრესი, გიზიარებთ 5 რჩევას, რომელიც დამწყებ HR-ებს საქმის ეფექტურ წარმოებაში დაგეხმარებათ:

  1. მოიძიეთ ინფორმაცა კომპანიაში უკვე დანერგილი სტრატეგიების შესახებ - ახალი სამსახურის დაწყება და პოზიციასთან დაკავშირებული როლების ათვისება საკმაოდ რთული და გამოწვევებით აღსავსე პროცესია. ამიტომ, ჯობს, თავდაპირველ ეტაპზე ცვლილებების გატარებისაგან თავი შეიკავოთ. უპირველეს ყოვლისა, ფეხი აუბით გუნდში არსებულ სამუშაო პროცესებს, აწარმოეთ დაკვირვება და მოინიშნეთ საკითხები, რომელთა გაუმჯობესებაც საჭიროდ მიგაჩნიათ. მას შემდეგ, კი, რაც კომპანიის შიდა პროცესებს კარგად შეისწავლით, შეგიძლიათ თქვენი ინიციატივები შესაბამის პიროვნებას გააცნოთ და თანხმობის შემთხვევაში, მათ სისრულეში მოყვანაზე დაიწყოთ მუშაობა.
  2. გამოყავით დრო სამუშაოს ორგანიზების საკუთარი მეთოდის შესამუშავებლად, რომელიც შეესაბამება თქვენს პირად პრეფერენციებსა და სამუშაო სტილს. იპოვეთ თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი ტექნიკები და ხელსაწყოები, რომლებიც დაგეხმარებათ გეგმისა და ამოცანების სწრაფად და ხარისხიანად შესრულებაში. რეგულარულად გადახედეთ რამდენად კარგად მუშაობს თქვენი ორგანიზაციული სისტემა და მუდმივად იმუშავეთ მისი ეფექტურობის გაზრდაზე.
  3. დაუკავშირდით არსებულ თანამშრომლებს და შეინარჩუნეთ მათთან მუდმივი კომუნიკაცია, რათა უკეთესად გაიგოთ მათი სურვილები და საჭიროებები. მნიშვნელოვანია, გესმოდეთ, რა გარემოში გიწევთ ყოფნა, რა პრობლემებია კომპანიის შიგნით და რატომ უყვართ თანამშრომლებს თქვენს ორგანიზაციაში მუშაობა. სიღრმისეული ინფორმაციის მისაღებად, განსაკუთრებით, დაგეხმარებათ ანონიმური გამოკითხვა ან ცალ-ცალკე გასაუბრებები. თანამშრომლებზე მორგებული სტრატეგიის შემუშავება ხელს შეუწყობს მათი მოტივაციისა და კმაყოფილების გაზრდას.
  4. გაიხსენეთ, თუ რატომ გადაწყვიტეთ გამხდარიყავით HR - საქმის კომპლექსურობიდან გამომდინარე, ახალი სამუშაოს დაწყება HR სივრცეში შესაძლოა საკმაოდ რთული აღმოჩნდეს. ამ დროს, მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რატომ აირჩიეთ ეს პროფესია. გაიხსენეთ ის მომენტები, როდესაც თქვენმა საქმიანობამ პოზიტიური ემოციები და ფიდბექი დაიმსახურა, ეს შესაძლოა მომხდარიყო გასაუბრების დროს დამსაქმებლის მხრიდან, კრიზისული სიტუაციის წარმატებით დაძლევის შემდეგ, ან, თუნდაც თანამშრომლის მხრიდან ერთ ჩვეულებრივ დღეს. დამწყები HR-ებისთვის სასარგებლო რჩევაა ყველა მსგავსი გამოცდილების მონიშვნა და სტრესულ სიტუაციებში გახსენება, რათა გაიზარდოს თქვენი თავდაჯერებულება და რაც მთავარია, გახსოვდეთ, რომ ყოველთვის არის სინათლე გვირაბის ბოლოს.
  5. მოძებნეთ მენტორები - ნებისმიერ სფეროში, პირველი ნაბიჯების სწორ გადადგმაში მენტორის როლი უმნიშვნელოვანესია. შესაძლოა, თქვენს კომპანიაში ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ერთადერთი თანამშრომელი იყოთ და, შესაბამისად, კომპანიაში მენტორობის გაწევა ვერავინ შეძლოს, თუმცა, ამ შემთხვევაში, იდეალური გამოსავალია LinkedIn-ის პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ დახმარება სთხოვოთ გამოცდილ HR პროფესიონალებს.
    შესაძლოა ისინი მოძებნოთ როგორც ინდივიდუალურად, მათი პროფესიის მიეხდვით, ასევე, ისეთ ჯგუფებში, რომლებიც ერთ სივრცეში აერთიანებენ ადამიანური რესურსების სფეროში მოღვაწე ადამიანებს და აძლევენ მათ საშუალებას ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, რჩევები და სფეროში არსებული ახალი ტენდენციები. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი ჯგუფიც, რომელიც LinkedIn-ის პლატფორმაზე შეგიძლიათ მოძებნოთ სახელით - Human Capital Collective, ან გადახვიდეთ და გაწევრიანდეთ ლინკის მეშვეობით
    .

და, ბოლოს, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ამ მოგზაურობაში მარტო არ ხართ. ჩვენს გარშემო არსებობენ შესანიშნავი ადამიანები, რომლებიც ყოველთვის გვეხმარებიან და გვერდში გვიდგანან ნებისმიერ სიტუაციაში. თქვენ ბევრად წარმატებული ხართ, ვიდრე წარმოგიდგენიათ და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ განსაკუთრებული შესაძლებლობებით გამოირჩევით.