Skip to content

Awork-ის პლატფორმის UX/UI რედიზაინი - ცვლილებები თქვენი უკეთესი გამოცდილებისთვის!

ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ტექნოლოგიური პროცესები ელვის სისწრაფით ვითარდება. მაშინ, როდესაც წლიდან წლამდე, სხვადასხვა ტიპის ციფრული მოწყობილობების ათობით ახალი თაობა  ჩნდება სამომხმარებლო ბაზარზე, ადამიანების გემოვნება და მოთხოვნილებებიც პირდაპირპროპორციულად იცვლება.

ვებგვერდებისა და აპლიკაციების მოქნილობის და შესაბამისი ux/ui დიზაინის უზრუნველყოფა ის აუცილებელი პირობაა, რომელიც დინამიურ თანხვედრაში უნდა იყოს ტექნოლოგიურ პროგრესთან.

Awork-ის, როგორც სტარტაპ კომპანიის ვებგვერდი და აპლიკაცია საკმაოდ ახალგაზრდა ტექნოლოგიური პლატფორმაა, რომელიც ქართულ შრომის ბაზარზე დამსაქმებლებსა და სამსახურის მაძიებლებს აკავშირებს ერთმანეთთან.

პლატფორმამ ფუნქციონირება 2022 წლის 1 ივლისს დაიწყო და ამ დრომდე, 1000-ზე მეტი პარტნიორი კომპანია და 100000-ზე მეტი მომხმრებელი შეიძინა. 

დასაწყისში, ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი იყო, როგორც კომპანიებისთვის, ასევე სამსახურის მაძიებლებისთვის გაგვეცნო awork-ის მისია და შესაძლებლობები, მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევით დაგვეკმაყოფილებინა მათი მხრიდან წამოსული მოთხოვნა და ინტერესი. 

ამ პერიოდის მანძილზე, რა თქმა უნდა, ვაკვირდებოდით მომხმარებელთა ქცევას, ვითვალისწინებდით, როგორც მათი ასევე პარტნიორი კომპანიების HR მენეჯერების მხრიდან წამოსულ რჩევებსა და შენიშვნებს. საბოლოოდ კი მივედით პლატფორმის რედიზაინის ეტაპამდე, რის განხორციელებამაც კიდევ უფრო დახვეწილი და მოქნილი გახადა მისი ფუნქციური შესაძლებლობები.

პლატფორმის UI/UX რედიზაინის ფარგლებში მოვახდინეთ:

  • ღილაკების განლაგების გაუმჯობესება მოხერხებულობის თვალსაზრისით;
  • ინფორმაციის სტრუქტურირებული და ვიზუალური გამოსახვა;
  • გრაფიკული ელემენტების არაერთი ცვლილება;
  • ველების დამატება, სადაც პარტნიორ კომპანიებს შეუძლიათ საკუთარი ბრენდის იდენტობის გამომსახველი ისეთი ელემენტების გამოქვეყნება, როგორებიცაა: ვიდეოები, სამუშაო სივრცის ფოტოები, თანამშრომელთა ფოტოები, მათი შეფასებები კომპანიაზე, ინფოგრაფიკა და სხვა.

დღეის მდგომარეობით, awork-ის ტექნოლოგია სრულად ადაპტირებულია ნებისმიერ თანამედროვე მოწყობილობასთან.. ჩვენი ვებგვერდის და აპლიკაციის საშუალებით, სამსახურის მაძიებელს შეუძლია:

  • რეგისტრაციის გარეშეც კი, მარტივი ფილტრების გამოყენებით, მოიძიოს მისთვის საინტერესო ვაკანსია, მის სახლთან ახლოს ან ნებისმიერ სასურველ ადგილას;
  • რეგისტრაციის შემთხვევაში, სამი შესაძლებელი დიზაინის გამოყენებით, პლატფორმაზევე შექმნას სტრუქტურულად და ვიზუალურად გამართული cv, რომლის ჩამოტვირთვას და შენახვასაც შეძლებს უფასოდ.
  • რეგისტრაციის შემდეგ, შეავსოს პროფილი საკუთარი მონაცემებით და იქვე ატვირთოს მოკლე ვიდეო, რომელსაც ჩაწერს პოტენციური დამსაქმებლებისთვის თავის გაცნობის მიზნით. გაუზიაროს ეს ინფორმაცია awork-ზე რეგისტრირებულ იმ კომპანიებს, რომლებში დასაქმებასაც ისურვებდა.
  • ასევე, ტელეფონის ეკრანზე თითის მარტივი გადასმით, გადაარჩიოს ვაკანსიები და გააგზავნოს cv მისთვის საინტერესო პოზიციებზე.
  • “შემატყობინე” ფუნქციონალის ჩართვით, მიიღოს განახლებადი ინფორმაცია ახალი ვაკანსიების შესახებ.

პარტნიორი კომპანიების HR მენეჯერებს, რომლებიც სარგებლობენ awork-ის ბიზნესპროფილით, შესაძლებლობა აქვთ სრულად გააციფრულონ დასაქმების კანდიდატთა შერჩევის პროცესი და აპლიკაციიდან გაუსვლელად მოახდინონ მათთან დაკავშირება. ჩვენი პლატფორმის გამოყენებით, მათ შეუძლიათ:

  • ერთ სივრცეში მოუყარონ თავი ინფორმაციას ვაკანსიებისა და შესაბამისი აპლიკანტების შესახებ;
  • მეილზე შესვლის გარეშე, აპლიკაციაშივე, ტელეფონის ეკრანზე თითის მარტივი გადასმით დაახარისხონ მიღებული cv-ები, მიანიჭონ მათ შესაბამისი სტატუსი და დაუკავშირდნენ შერჩეულ აპლიკანტებს.
  • ისარგებლონ პირადი cv folder-ით, რომელშიც მათ კომპანიაში დასაქმებით დაინტერესებული სამსახურის მაძიებლები დაუტოვებენ cv-ებს, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა  კონკრეტული აქტიური ვაკანსიები.
  • ისარგებლონ cv bank-ით, რაც გულისხმობს Awork-ზე რეგისტრირებულ ყველა იმ სამსახურის მაძიებლის პროფილსა და  cv-ზე წვდომას, ვისაც ეს ინფორმაცია გასაჯაროებული აქვს.
  • ეწვიონ რეკრუტმენტის ანალიტიკის გვერდს, საიდანაც მიიღებენ დეტალურ სტატისტიკურ ინფორმაციას თითოეულ ვაკანსიაზე მიღებული აპლიკაციების რაოდენობაზე, აპლიკანტების ინტერესებზე, გამოცდილებასა და სხვა ცვლადებზე.

ავტომატური პროცესები, სისწრაფე, მარტივად აღსაქმელი ფერები და ვიზუალები - Awork-ის იდენტობის ის ნაწილია, რაც ჩვენი მომხმარებლის გამოცდილებასა და ჩვენს შორის ურთიერთობას აუმჯობესებს.

ჩვენ, როგორც გუნდი, რომელიც ერთსულოვნად თვლის რომ ბიზნესის განვითარების საზრდოს მუდმივი მოძრაობა, პროგრესული ცვლილებები და სიახლეები წარმოადგენს, სამომავლოდ კიდევ არაერთი საკითხის ტექნიკურ გადაწყვეტასა და შესაბამისი ფუნქციონალის დამატებას გპირდებით. ჩვენს ტექნოლოგიაში, უახლოეს მომავალში მოხდება ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების ინტეგრაცია, რაც დასაქმების პროცესების სრულ ავტომატიზებას განაპირობებს.

Awork-ის გუნდი გისურვებთ წარმატებას როგორც ბიზნესის განვითარების, ასევე კარიერული წინსვლის რთულ და საინტერესო გზაზე!