Awork Blog

როგორ გადავრჩეთ, როდესაც მერკური რეტროგრადულია?! (HR Edition)

Written by Awork Business | Aug 6, 2024 8:23:45 PM

თქვენც გრძნობთ ამას?

 

ეს არის ყველაზე საშიში პერიოდი ყველა ნიშნისთვის, მაგრამ არ ინერვიულოთ, HR ხალხნო, ჩვენ აქ ვართ, რათა დაგეხმაროთ, რომ ეს ყველაფერი ღიმილით გადავიტანოთ.  

როგორც ასტროლოგმა (კარგი, შეიძლება უბრალოდ ვარსკვლავების ფანმა) თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რეტროგრადული მერკური ისეთი ცუდიც არ არის – თუ ჯერ კიდევ არ ელოდებით ახალი აპლიკანტის პასუხს თქვენს შეთავაზებაზე.
ვიმედოვნებთ, რომ ეს რეტროგრადული პეროდი წაუკითხავ შეტყობინებებზე პასუხებს ნიჭიერი აპლიკანტებისგან დაგიბრუნებთ და არა თქვენი ყოფილებისგან.
 

დასამახსოვრებელი თარიღები:

  • 5 აგვისტო - 28 აგვისტო: მერკური ინაცვლებს ქალწულიდან ლომში. კარგი დროა პრობლემური კომუნიკაციისთვის, ასე რომ წერილები გაგზავნამდე გადაამოწმეთ. თუ არ გსურთ იხილოთ ნამდვილი კოსმიური ქაოსი, სასურველია, მოერიდოთ დიდი შეხვედრების დაგეგმვას 14 რიცხვში.
  • 18 აგვისტო: მერკური „კაზიმი“ ან როგორც ჩვენ გვსურს ვუწოდოთ, „ადამიანური რესურსების სიცხადის დღე“. გამოიყენეთ ეს დრო ვაკანსიების აღწერილობის დასასრულებლად და სამომავლო გეგმების შესაქმნელად - შესანიშნავი დროა, რომ რეზიუმეებში გაფანტოთ ნისლი და იპოვოთ თქვენი ვარსკვლავური კანდიდატი.
 

როგორ მოქმედებს ეს რეტროგრადული პერიოდი ადამიანებზე:

  • ვერძი HR: განაახლეთ თქვენი ეიჩარული ენერგია. დროა, შეადგინოთ სეზონური მიზნების სია და დაიწყოთ მათი მონიშვნა პრიორიტეტების მიხედვით — დიახ, ამაში თქვენი გადავსებული ინბოქსიც შედის.
  • კურო HR: მოუსმინეთ ბავშვს, რომელიც თქვენში ცხოვრობს. შესაძლოა, დროა დაუბრუნოთ მხიარულება სამუშაო ადგილს. გაქვთ იდეა როგორ უნდა გახდეს სამუშაო ადგილი უფრო მხიარული? ახლა ამის დროა! კარგი ჰო ან მოინიშნეთ კალენდარში და განახორციელეთ რეტროგრადული პერიოდის შემდეგ.
  • ტყუპები HR: ოჯახური შუღლი სამსახურში? დროა ისაუბროთ ამაზე და გაასუფთავოთ ჰაერი ნეგატივისგან სანამ მერკური უფრო არევს.
  • კირჩხიბი HR: თქვენთან ხმაურია. ბევრი საუბრის ნაცვლად ენდეთ ინტუიციას, რომელიც დაგეხმარებათ დასაქმების პროცესში. საუკეთესო კანდიდატი შეიძლება იყოს ის, ვისაც არ სჭირდება სამი ან მეტი შესაფხიზლებელი მეილი.
  • ლომი HR: თქვენთან ყველაფერი სწრაფად ხდება, ძალიან სწრაფად. დაიმახსოვრეთ, საკუთარ თავზე ზრუნვა არ არის მხოლოდ ხმაურიანი სიტყვები. შეისვენეთ, რადგან ცარიელი ჭიქიდან ყავას ვერ დაასხამთ.
  • ქალწული HR: ღრმად გააანალიზეთ მიმდინარე პროცესები, დროა სერიოზულად გადახედოთ თუ როგორ მართავთ ურთიერთობებს თქვენს გუნდთან და კანდიდატებთან.
  • სასწორი HR: ნუ ებრძვით საკუთარ წარმატებას! რეტროგრადულმა მერკურმა შესაძლოა ზედმეტად დაგაფიქროთ, მაგრამ ენდეთ თქვენს ინსტინქტებს და შიშს ნუ მისცემთ უფლებას ხელი შეგიშალოთ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.
  • მორიელი HR: მეგობრები გაურკვევლობაში არიან? გაესაუბრეთ თქვენს კოლეგებს - შეიძლება თქვენ სჭირდებოდეთ თქვენი მეგობრული დამოკიდებულებით, რომ მათი რეტროგრადული ბლუზი გაანათოთ.
  • მშვილდოსანი HR: სამსახურეობრივი კონფლიქტები? არა გმადლობთ. თავი აარიდეთ ზედმეტ დრამას და იფიქრეთ თქვენს მომავალ შვებულებაზე.
  • თხის რქა HR: ფოკუსირება მოახდინეთ ბიუჯეტზე. რეტროგრადული პერიოდი კარგი დროა ფინანსური შეთანხმებების განსახორციელებლად, რომლებიც სარგებელს მოუტანს კომპანიას გრძელვადიან პერსპექტივაში - უბრალოდ, არ დაგავიწყდეთ ორჯერ გადაამოწმოთ წვრილმანები.
  • მერწყული HR: დროა გაასუფთავოთ და განაახლოთ კონტაქტების სია. დაუკავშირდით ძველ კოლეგებს - არასოდეს იცით, ვის შეიძლება ჰყავდეს თქვენთვის იდეალური კანდიდატი.
  • თევზები HR: გრძნობთ რყევების აუცილებლობას? ეს დაუღალავი ენერგია გადაიტანეთ რამე პოზიტიურში. იქნებ გუნდის კეთილდღეობისთვის ახალი ინიციატივები გაჩნდეს?



დაიმახსოვრეთ, ის გასაღები, რომელიც გადარჩენისთვისაა საჭირო, არის ღიმილი და ჰეეი, თუ ახლა ყველაფერი ძალიან რთულადაა, წინ ყოველთვის არის შემდეგი კვირა!


დარჩი კოსმოსურად,
Awork Team 🌟