ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ტექნოლოგიური პროცესები ელვის სისწრაფით ვითარდება. მაშინ, როდესაც წლიდან წლამდე, სხვადასხვა ტიპის ციფრული მოწყობილობების ათობით ახალი თაობა ჩნდება სამომხმარებლო ბაზარზე, ადამიანების გემოვნება და მოთხოვნილებებიც პირდაპირპროპორციულად იცვლება.
ვებგვერდებისა და აპლიკაციების მოქნილობის და შესაბამისი ux/ui დიზაინის უზრუნველყოფა ის აუცილებელი პირობაა, რომელიც დინამიურ თანხვედრაში უნდა იყოს ტექნოლოგიურ პროგრესთან.
Awork-ის, როგორც სტარტაპ კომპანიის ვებგვერდი და აპლიკაცია საკმაოდ ახალგაზრდა ტექნოლოგიური პლატფორმაა, რომელიც ქართულ შრომის ბაზარზე დამსაქმებლებსა და სამსახურის მაძიებლებს აკავშირებს ერთმანეთთან.
პლატფორმამ ფუნქციონირება 2022 წლის 1 ივლისს დაიწყო და ამ დრომდე, 1000-ზე მეტი პარტნიორი კომპანია და 100000-ზე მეტი მომხმრებელი შეიძინა.
დასაწყისში, ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი იყო, როგორც კომპანიებისთვის, ასევე სამსახურის მაძიებლებისთვის გაგვეცნო awork-ის მისია და შესაძლებლობები, მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევით დაგვეკმაყოფილებინა მათი მხრიდან წამოსული მოთხოვნა და ინტერესი.
ამ პერიოდის მანძილზე, რა თქმა უნდა, ვაკვირდებოდით მომხმარებელთა ქცევას, ვითვალისწინებდით, როგორც მათი ასევე პარტნიორი კომპანიების HR მენეჯერების მხრიდან წამოსულ რჩევებსა და შენიშვნებს. საბოლოოდ კი მივედით პლატფორმის რედიზაინის ეტაპამდე, რის განხორციელებამაც კიდევ უფრო დახვეწილი და მოქნილი გახადა მისი ფუნქციური შესაძლებლობები.
პლატფორმის UI/UX რედიზაინის ფარგლებში მოვახდინეთ:
დღეის მდგომარეობით, awork-ის ტექნოლოგია სრულად ადაპტირებულია ნებისმიერ თანამედროვე მოწყობილობასთან.. ჩვენი ვებგვერდის და აპლიკაციის საშუალებით, სამსახურის მაძიებელს შეუძლია:
პარტნიორი კომპანიების HR მენეჯერებს, რომლებიც სარგებლობენ awork-ის ბიზნესპროფილით, შესაძლებლობა აქვთ სრულად გააციფრულონ დასაქმების კანდიდატთა შერჩევის პროცესი და აპლიკაციიდან გაუსვლელად მოახდინონ მათთან დაკავშირება. ჩვენი პლატფორმის გამოყენებით, მათ შეუძლიათ:
ავტომატური პროცესები, სისწრაფე, მარტივად აღსაქმელი ფერები და ვიზუალები - Awork-ის იდენტობის ის ნაწილია, რაც ჩვენი მომხმარებლის გამოცდილებასა და ჩვენს შორის ურთიერთობას აუმჯობესებს.
ჩვენ, როგორც გუნდი, რომელიც ერთსულოვნად თვლის რომ ბიზნესის განვითარების საზრდოს მუდმივი მოძრაობა, პროგრესული ცვლილებები და სიახლეები წარმოადგენს, სამომავლოდ კიდევ არაერთი საკითხის ტექნიკურ გადაწყვეტასა და შესაბამისი ფუნქციონალის დამატებას გპირდებით. ჩვენს ტექნოლოგიაში, უახლოეს მომავალში მოხდება ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების ინტეგრაცია, რაც დასაქმების პროცესების სრულ ავტომატიზებას განაპირობებს.
Awork-ის გუნდი გისურვებთ წარმატებას როგორც ბიზნესის განვითარების, ასევე კარიერული წინსვლის რთულ და საინტერესო გზაზე!