Skip to content

სამუშაოს ძიების სტრატეგიული გეგმა

თქვენ ახლახან მიიღეთ კომპანიიდან უარი, რომელშიც ნათქვამია, რომ თქვენი უნარები არ შეესაბამება მათ მიერ გამოცხადებულ პოზიციას და რომ კომპანიამ აირჩია სხვა კანდიდატი? ან უბრალოდ არანაირ უკუკავშირს არ იღებთ?

ეს მომენტი, თავს დამარცხებულად გაგრძნობინებთ, ხომ ასეა?!

 

Slide 16_9 - 10

 

მოდით ერთად გავაანალიზოთ: რატომ სჭირდება სამუშაოს ძიებას სტრატეგიული დაგეგმვა ?!

ეს სტრატეგიული ბრძოლაა და კონკურენციისთვის საჭიროა მყარი გეგმა. აპლიკაციებზე სივების გაგზავნა, ლოდინი და იღბალზე ფოკუსირება, ხშირად საკმარისი ნამდვილად არ არის.

თქვენი სამუშაოს ძიება კარგად უნდა იყოს გააზრებული, როგორც ნებისმიერი სხვა პროექტი, რომელსაც თქვენ ახორციელებთ. ეს ნიშნავს, რომ წარმატებისთვის საჭიროა ვადები, ბიუჯეტი, მიზნები და ამოცანები. გათვლილი მიდგომა დაზოგავს ფუჭად დახარჯულ დროს! თქვენ შეამცირებთ დაბნეულობას,უიმედობას და გააუმჯობესებთ სამუშაოს მიღების შანსებს.

სტრატეგიული გეგმა საშუალებას გაძლევთ გამოიკვლიოთ პოტენციური დამსაქმებლები, განაახლოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და ჩაატაროთ ინტერვიუები უფრო ეფექტურად, რათა გამოირჩეოდეთ სხვა აპლიკანტებისგან. დაგეგმილი მიდგომით და გარკვეული თავდაჯერებულობით, შეგიძლიათ მნიშვნელოვნად გაზარდოთ სამუშაოს მიღების შანსები, რომელიც თქვენს კარიერას ასე ძალიან სჭირდება.

1.დაიწყე საკუთარი აზროვნებით

აღიარეთ თქვენი შესაძლებლობები: დაწერეთ თქვენი უნარები და მიღწევები, შემდეგ იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ მათ წვლილი შეიტანონ თქვენს მომავალ სამსახურში.

გაითვალისწინეთ გამოწვევები: როდესაც წარუმატებლობის წინაშე დგახართ, გადახედეთ მას, როგორც ზრდის შესაძლებლობას.

წარმატების ვიზუალიზაცია: ვიზუალიზაცია არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია გაზარდოს თქვენი მოტივაცია და დაგეხმაროთ მიზნის ფოკუსირებაში.

გაიმეორეთ პოზიტიური ფრაზები, როგორიცაა: „მე ვარ საკმარისად გამოცდილი იმ სამუშაოებისთვის, რომლებსაც ვითხოვ“ დაგეხმარებათ თქვენი თავდაჯერებულობისა და მოტივაციის გაძლიერებაში.

იზრუნეთ საკუთარ თავზე: შეიმუშავეთ სტრესის მართვის პრაქტიკა თქვენს რუტინაში, როგორიცაა ვარჯიში, მედიტაცია ან ჰობი, რომელიც დაგეხმარებათ დაისვენოთ და იყოთ პოზიტიური.

2. დაისახეთ კარიერული მიზნები

ძირითადი ასპექტების იდენტიფიცირება: განსაზღვრეთ სამუშაოს რომელი ასპექტებია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს სამუშაოს ტიპი, ხელფასი, კომპანიის კულტურა ან ცხოვრების ბალანსი.

დაისახეთ კონკრეტული მიზნები: თქვენი საოცნებო სამუშაოს გათვალისწინებით, დაისახეთ ხელშესახები, მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნები. ეს შეიძლება შეიცავდეს სამიზნე პოზიციებს, სასურველი უნარების შეძენას\გაუმჯობესებას.

იყავით გულწრფელები: სანამ სამსახურზე განაცხადებთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს, შეესაბამება თუ არა ის თქვენს კარიერული განვითარების გეგმას. თუ ეს ასე არ არის, დაფიქრდით ღირს თუ არა განაცხადის გაკეთება.

3.გააანალიზეთ თქვენი უნარები და გამოცდილება

შეაფასეთ თქვენი უნარები: ჩამოთვალეთ ყველა თქვენი რთული (Technical) და რბილი (soft) უნარი.

შეაფასეთ თქვენი გამოცდილება: დაფიქრდით თქვენს წარსულ გამოხმაურებებზე(Feedbacks). რომელ ძირითად უნარებზე გაამახვილეს ყურადრება? რა არის თქვენი ძლიერი მხარეები?

გააანალიზეთ უნარების ხარვეზები: თქვენი კარიერული მიზნების გათვალისწინებით, დაადგინეთ თქვენს უნარებში არსებული ხარვეზები, რომლებიც უნდა გადაიჭრას და შეადგინეთ გეგმა ამ ხარვეზების გამოსასწორებლად.

4. შეადგინეთ სამუშაოს ძიების გეგმა

დაგეგმეთ თქვენი მიდგომა: დაყავით თქვენი სამუშაოს ძიების პროცესი მართვად ამოცანებად, როგორიცაა კომპანიების კვლევა, რეზიუმეების მორგება და განაცხადების გაგზავნა და შემდგომი განხილვა.

გამოიყენეთ Deadline: განახორციელეთ 30-60-90 დღიანი გეგმა, რათა დასახოთ მიზნები და თვალყური ადევნოთ თქვენს პროგრესს.

იზეიმეთ ეტაპები: სამუშაოს ძებნა შეიძლება იყოს ხანგრძლივი და დამღლელი პროცესი: მნიშვნელოვანია დასახოთ ეტაპები და როდესაც მიაღწევთ მათ, აუცილებლად დაუთმეთ დრო აღსანიშნავად.

5.მიმართეთ პროფესიონალებს

შეხვდით კარიერის კონსულტანტს: მას შეუძლია გაგიწიოთ ინდივიდუალური ხელმძღვანელობა, რომელიც მორგებულია თქვენს კონკრეტულ კარიერულ მისწრაფებებსა და გამოწვევებზე.

გამოიყენეთ პროფესიონალური რეზიუმეს სერვისი: პროფესიონალური რეზიუმეს სერვისი დაგეხმარებათ გაიგოთ რას ეძებენ დამსაქმებლები და შექმნათ რეზიუმე, რომელიც ეფექტურად უსვამს ხაზს თქვენს ძლიერ მხარეებსა და გამოცდილებას.

ისარგებლეთ სამუშაოს ძიების პლატფორმებით: Linkedin, Jobs.ge, HR.ge, HR.gov.ge, Awork.ge, Rework.ge, unijobs.ge და სხვა.

6.შეისწავლეთ სასურველი კომპანიები

შექმენით კომპანიის სურვილების სია: შექმენით კომპანიების სია, რომლებიც შეესაბამება თქვენს ღირებულებებს, კარიერულ მიზნებს და სასურველ სამუშაო კულტურას. გამოიყენეთ იგი როგორც საგზაო რუკა ფოკუსის შესანარჩუნებლად.

ჩაატარეთ კომპანიის კვლევა: შეიტყვეთ ამ კომპანიების შესახებ - მათი მისია, კულტურა, სამუშაო და სხვა. ეს დაგეხმარებათ არა მხოლოდ განაცხადის გაკეთებაში, არამედ გასაუბრების დროსაც.

7.შეისწავლეთ პოსზიციების დასახელებები

სამუშაოს პოზიციის დასახელებები განსხვავდება კომპანიების მიხედვით. მათ შორის განსხვავებების გაგებამ შეიძლება მნიშვნელოვნად გააფართოვოს თქვენი სამუშაოს ძებნა.

პოზიციების ეკვივალენტების იდენტიფიცირება: გამოიკვლიეთ ყველა შესაძლო ვაკანსია, რომელიც შეესაბამება თქვენს სამიზნე როლს. მაგალითად, მარკეტინგის მენეჯერი შეიძლება იყოს ბრენდის მენეჯერი, მარკეტინგის Lead ან მარკეტინგის კოორდინატორი.

გამოიყენეთ ეს განსხვავებები თქვენს ძიებაში: მოიძიეთ სხვადასხვა საკვანძო სიტყვებით(key words).ამ ფორმით თქვენ გააფართოვებთ ძიების პროცესს, რაც უზრუნველყოფს მეტ პოტენციურ შესაძლებლობას.

8.სამუშაოს ძიების დოკუმენტების ორგანიზება

თქვენი სამუშაოს ძიების დოკუმენტების სწორად მართვამ შეიძლება გახადოს განაცხადის პროცესი უფრო გამარტივებული და ეფექტური, რაც მოგცემთ მეტ დროს ფოკუსირდეთ თქვენი სამუშაოს ძიების სხვა ასპექტებზე. ასევე, სამუშაოს ორგანიზებულმა ძიებამ შეიძლება შეამციროს თქვენი სტრესის დონე.

გამოიყენეთ საქაღალდეების ორგანიზება: შეინახეთ თქვენი რეზიუმე, სამოტივაციო წერილები და სხვა დოკუმენტები ერთ საქაღალდეში.

მოარგეთ მასალები: მოარგეთ თითოეული რეზიუმე და სამოტივაციო წერილი კონკრეტულ როლს, რომელზეც განაცხადებთ.

9.შექმენით თქვენი პერსონალური ბრენდი და დაგეგმეთ მისი გაყიდვა

თქვენი პერსონალური ბრენდის შექმნასა და პოპულარიზაციაში დროის ინვესტირებამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს თქვენი ხილვადობა სამუშაო ბაზარზე. ის გეხმარებათ გამოირჩეოდეთ სხვა კანდიდატებისგან და პოტენციურ დამსაქმებლებს უფრო ნათელ სურათს აძლევთ იმის შესახებ, რასაც სთავაზობთ, როგორც პროფესიონალს.

LinkedIn-ის ბრენდინგის ოპტიმიზაცია: განაახლეთ თქვენი პროფილი და გააზიარეთ შესაბამისი შინაარსის აქტივობები თქვენს პროფილზე.

უზრუნველყავით ბრენდის თანმიმდევრულობა: დარწმუნდით, რომ თქვენი ბრენდი თანმიმდევრულია ყველა პლატფორმაზე, მათ შორის თქვენი რეზიუმე, სამოტივაციო წერილი, LinkedIn პროფილი და სხვა პროფესიული არხები.

გააფართოვეთ კავშირები: შეიმუშავეთ სტრატეგია თქვენი ბრენდის გაყიდვისთვის, როგორიცაა Networking ივენთებზე დასწრება, რეკრუტერებთან დაკავშირება, კონტაქტების დამყარება.

წარმატებული სამუშაოს ძებნა არ ნიშნავს დაუღალავად აპლიკაციების გაგზავნას და უკუკავშირის მოლოდინს. მნიშვნელოვანია ფოკუსირებული და სტრატეგიული გეგმის შემუშავება, რომელიც მოგცემთ საშუალებას ეფექტურად წარმართოთ თქვენი კარიერული ტრაექტორია.

გისურვებთ წარმატებებს!