Skip to content

თანამშრომლების მართვა კრიზისის დროს

 

2024 წლის გაზაფხულს ქართული შრომის ბაზარი კიდევ ერთი, უდიდესი გამოწვევის წინაშე დადგა. საგაზაფხულო პროტესტის ტალღა უკვე 30 დღეზე მეტია მიმდინარეობს ევროკავშირის დედაქალაქში, თბილისში. სამოქალაქო პროტესტში მონაწილეობენ სხვადასხვა სოციო-ეკონომიკური როლების წარმომადგენლები ერთი იდეის ქვეშ - დაიცვან ქვეყნის დემოკრატიული სუვერინეტიტეტი და შექმნან უკეთესი ხვალინდელი დღე. 

Slide 16_9 - 37-2

 Awork უკვე მეორე წელია საქართველოში ოპერირებს, როგორც ყველაზე სწრაფად განვითარებადი სტარტაპი დასაქმების ბაზარზე. ჩვენი მისიაა, გავხადოთ დასაქმების პროცესი ყველასთვის მისაწვდომი და მაქსიმალურად მარტივი.  ამას კი შესაბამის ინფორმაციაზე დაყრდნობით სწრაფი გადაწყვეტილებებით ვახერხებთ.

ამ გაზაფხულს კი, სანამ ჩვენს უახლეს პროდუქტს გაგაცნობთ გვინდა სტრატეგია გაგიზიაროთ, რომლის დახმარებითაც თქვენ შეძლებთ გაზარდოთ თქვენი თანამშრომლების პროდუქტიულობა და მათი მენტალური მდგომარეობა, ისეთ გაურკვეველ ვითარებაშიც კი, როგორიც ახლაა!

"ორგანიზაციები ბრწყინავენ მხოლოდ მაშინ, როდესაც მათი თანამშრომლები ბრწყინავენ". 

თუმცა, ასეთ რთულ პერიოდში, როგორიც ახლაა, ძალიან რთულია ვიყოთ პროდუქტიულები და დავეხმაროთ ჩვენს თანამშრომლებს შეინარჩუნონ მენტალური სიჯანსაღე.

  1. ღია კომუნიკაცია
Slide 16_9 - 32-1
 

გახსნილი კომუნიკაცია პირველი ნაბიჯია ამ გამოწვევის დაძლევაში. ორგანიზაციების და მათი ლიდერების მთავარი მიზანი არის შექმნან ისეთი გარემო, სადაც თანამშრომლები ღიად შეძლებენ ისაუბრონ იმ საკითხებზე, რაც მათ დიდი სტრესის ქვეშ ამყოფებთ. ღია კომუნიკაციების კულტურის ჩამოყალიბება, სადაც ყველა ადამიანს თავისუფლად შეუძლია ისაუბროს გამოწვევებზე დაგეხმარებათ მზრუნველობითი გარემოს ჩამოყალიბებაში. თქვენი ორგანიზაციის ლიდერებს კი დაეხმარება, რომ სწორად შეარჩიონ თავიანთ თანამშრომლებზე მზრუნველობითი სტრატეგიები. ღია კომუნიკაციების კულტურა პირდაპირ ასოცირდება მენტალური დაცულობის მოდელთან (HBR, 2024), რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი წამყვანი ასპექტი ადამიანური რესურების მართვისას. ეს მოდელი დაფუძნებულია იმ პრინციპზე, რომ თანამშრომლები უნდა გრძნობდნენ თავს დაცულად მაშინ, როდესაც გამოხატავენ თავიანთ მოსაზრებებს, სვამენ კითხვებს ან აზიარებენ ახალ იდეებს.

 
  1. მოქნილობა და მხარდაჭერა:
Slide 16_9 - 33
 

არსებული ვითარების ფონზე, დამსაქმებლის მხარდაჭერა და მათი მხრიდან მოქნილი სამუშაო გრაფიკის ჩამოყალიბება კრიტიკულ როლს თამაშობს. როდესაც საქმე გვაქვს მსგავს მაშტაბურ საპროტესტო ტალღასთან, თქვენი კომპანიის თანამშრომლები განიცდიან მძაფრ ემოციურ და ფიზიკურ ზეწოლას, იქნება ეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია გამოხატოთ მხარდაჭერა თქვენი თანამშრომლების მიმართ . ორგანიზაციის მხრიდან მოქნილობის მინიჭება, შესაძლოა გამოხატულ იქნას მრავალნაირად, მაგალითად, სახლიდან მუშაობის შესაძლებლობით, ცვალებადი/მორგებული სამუშაო გრაფიკით ან სულაც  სამუშაო საათების დროებითი ცვლილებით. ეს ყოველივე მსგავსი მღელვარების ჟამს ფასდაუდებელ როლს თამაშობს პროფესიული გადაწვის პრევენციისთვის. 

მსგავსი ტიპის მხარდაჭერის გამოხატვა, ორგანიზაციის მხრიდან საგრძნობლად ამცირებს სტრესს და თქვენს თანამშრომლებს საშუალებას აძლევს თავად მართონ პირადი თუ გარე გამოწვევები. არეულობის დროს ზოგიერთი თანამშრომლისთვის ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული სამსახურიდან სახლის მიმართულებით დაუცველი გადაადგილების სტრესთან, ზოგისთვის კი შესაძლებლობა დააფიქსიროს საკუთარი მოქალაქეობრივი აზრი. თვით-დეტერმინაციის თეორიის მიხედვით (HBR,2021) , მსგავსი თავისუფლება კრიტიკულ როლს თამაშობს თანამშრომლების კეთილდღეობასა და მოტივაციაზე. თუ თქვენი ორგანიზაცია, დასაქმებულს საშუალებას მისცემს აირჩიოს საიდან და იდეალურ შემთხვევაში როდის იმუშაოს, მათ გამოუმუშავდებათ კონტროლის შეგრძნება. მსგავს ვითარებაში ეს შეგრძნება ყოველ ჩვენთაგანს მინიმალურ დონეზე გვაქვს დაწეული, რაც თავისთავად სტრესულია და აჩენს ადამიანში უმწეობის შეგრძნებას. ამ პრაქტიკის დანერგვა პირდაპირ აჩვენებს თქვენი ორგანიზაციის მხარდაჭერას და აძლიერებს კავშირს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის.

 
  1. წვდომა მენტალურ ჯანმრთელობასთან:
Slide 16_9 - 34
 

საქართველოს დასაქმების ბაზარზე საკმაოდ ჩქარა იკიდებს ფეხს მენტალური ჯანმრთელობის კონცეპტი, რაც ძალიან სასიხარულოა. გაზრდილი სოციალური სტრესის პერიოდში, როგორიცაა არსებული საპროტესტო ტალღა, კიდევ უფრო აღრმავებს მენტალური ჯანმრთელობის საჭიროებას და მისი ხელშეწყობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ფსიქოლოგიური დაცლა (ე.წ psychological outlet) უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია ემოციების მართვისთვის. ის ვითარება, რომელიც დღეს დასაქმების ბაზარს საგრძნობლად აზიანებს, თქვენს თანამშრომლებში ნერგავს სტრესს, შფოთვას და რიგ შემთხვევაში შიშს. თქვენ შეგიძლიათ თქვენი თანამშრომლებისთვის გამოყოთ კონგიტური ქცევითი თერაპიის ფსიქოლოგი, რომელთან კონსულტაციაც ხელს შეუწყობს დაგროვილი სტრესისგან დაცლას და უზრუნველყოფს მათი ემეოციების რეგულირებას.

ევროპისა და ამერიკის დასაქმების კულტურაში, მენტალური ჯანმრთელობის დღეები სამუშაო ბაზრის ნორმაა და იგი ემსახურება ფსიქოლოგიური შესვენების კონცეპტს, რის საფუძველზეც თქვენს თანამშრომლებს საშუალება ეძლევათ განიტვირთონ, როგორც სამსახურეობრივი, ასევე გარე სტრესისგან. ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, კოგნიტური ქცევითი თერაპია ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა არის გამოფიტული გონებრივი რესურსების შესავსებად. მსგავსი დღეების პრაქტიკაში შემოტანა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ პროფესიული გადაწვა, რაც თავის მხრივ თქვენს გუნდს დაეხმარება აღიდგინოს ფოკუსის უნარი და დაუბრუნდნენ სამუშაოს განახლებული ენერგიით.

 

  1. პირისპირ შეხვედრები თანამშრომლებთან:
Slide 16_9 - 36
 

იმისათვის, რომ კიდევ უფრო ღრმად გამოხატოთ მხარდაჭერა თქვენი თანამშრომლების მიმართ, მნიშვნელოვანია, რეგულარულად შეხვდეთ მათ პირისპირ. ეს სტრატეგია დაგეხმარებათ ჩამოაყალიბოთ ჰარმონიული სამუშაო გარემო. ეს კი თავისმხრივ აყალიბებს იმ უსაფრთხოების შეგრძნებას, რაზეც პირველ პარაგრაფში ვისაუბრეთ და თანამშრომლებს შორის აყალიბებს (Sense of belonging) სწორი კულტურის წევრობის განცდას. ადამიანების ძირითადი საჭიროება თვით-დეტერმინაციის თეორიის მიხედვით არის ურთიერთობა. თქვენ კი პირისპირ შეხვედრებით შეგიძლიათ მათ გაუღვივოთ ეს შეგრძნება, გამოხატოთ თქვენი დაფასება იმ უნიკალური გამოწვევის წინაშე, რასაც უწყვეტი პროტესტი და უწყვეტი სამუშაო რეჟიმის შეთავსება ჰქვია.

 
  1. სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობა:
Slide 16_9 - 35
 

ხშირ შემთხვევებში ღირებულებები თანამშრომლებს და ორგანიზაციებს შორის პოზიტიურ თანხვედრაშია, რადგანაც წინაღმდეგ შემთხვევაში კომპანიის კულტურა ტოქსიკური იქნებოდა. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი პარტნიორი კომპანიები ზრუნავენ ჯანსაღი სამუშაო კულტურის ჩამოყალიბებაში. თქვენ, როგორც ორგანიზაციაში ყველაზე დიდი კაპიტალის მმართველებს (ადამიანური კაპტიალის) გაქვთ შესაძლებლობა კომპანიის სახელით გამოხატოთ სოციალური პასუხისმგებლობა. მსგავსი გამოხატულებები ხელს უწყობს არა მხოლოდ კომპანიის მთლიანობას, ასევე, ღრმა კავშირს აყალიბებს თანამშრომლებთან და საზოგადოებასთან. სოციალური პასუხისმგებლობა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით თანამშრომლებში აჩენს შინაგან მოტივაციას, მითუმეტეს თუ კომპანიები ეხმაურებიან თავიანთი თანამშრომლების ღირებულებებს. ამ დროს, თქვენი თანამშრომლები განიცდიან სიამაყის შეგრძნებას და კიდევ უფრო ღრმად ერთვებიან ორგანიზაციულ საკითხებში. სოციალურ პრობლემებზე ორგანიზაციული გამოხმაურება, კიდევ უფრო აძლიერებს თქვენი კომპანიის იდენტობის ჩამოყალიბებას, განსაკუთრებით გარე სტრეს ფაქტორების დროს. გაერთიანდით საერთო ღირებულებების ქვეშ და აღმოაჩინეთ ის პრობლემები, რომელთა მოგვარებაც თქვენს ორგანიზაციას არ შეიყვანს პოლიტიკურ რისკში, თუმცა დაგეხმარებათ ჩამოაყალიბოთ სტაბილურობის და ერთიანობის განცდა.

2024 წლის ბაზრის გამოწვებზე ბევრჯერ ვისაუბრეთ, თუმცა არცერთ ჩვენთაგანს არ გვეგონა რომ სიტუაცია ლოკალურ დასაქმების ბაზარზე ასეთ გამოწვევებთან შეგვაჭიდებდა. ახლა, როგორც არასდროს არის მნიშვნელოვანი გამოვიჩინოთ სოციალურ- კორპორატიული პასუხისმგებლობა და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ჩვენს თანამშრრომლებს. ჩვენ, როგორც ტექნოლოგიური სტარტაპი ვაგრძელებთ დასაქმების პროცესის დახვეწას იმისათვის, რომ ყველასთვის მისაწვდომი და მაქსიმალურად მარტივი გახდეს.

ამ გაურკვევლობის ჟამს, მნიშვნელოვანია, იზრუნოთ თქვენს თანამშრომლებზე, უზრუნველყოთ მათი მენტალური ჯანმრთელობა, მისცეთ მოქნილობა და დაეხმაროთ იმ სტრესის მართვაში, რაც მათდაუნებურად გაჩნდა დასაქმების ბაზარზე.