Skip to content

როგორ შეგიცვლით აპლიკანტების სამართავი სისტემა (ATS) შერჩევის პროცესს?!

შერჩევის პროცესის გამოწვევები დღევანდელ ბაზარზე:

შერჩევის პროცესი ძალიან ჰგავს ზღვაში წვეთის ძებნას, არა? ამდენი განაცხადითა და კანდიდატით, არჩევანი შეიძლება დამაბნეველი გახდეს. Awork-ის ჩატარებული კვლევის შედეგად, კომპანიებისთვის დაქირავების პერიოდი საშუალოდ 14-21 დღეა, მათ შორის მაღალშემოსავლიანი პოზიციებისთვისაც. ეს არის ორ კვირაზე მეტი დრო, რომელიც იხარჯება რეზიუმეების გადარჩევაზე, კანდიდატებთან კომუნიკაციასა და შემდგომი ინტერვიუების ორგანიზებაზე. ეს არის რეალურად დროისა და ენერგიის დიდი დანახარჯი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პრიორიტეტი სწრაფი შერჩევაა.

სწორედ ამიტომ, შეიქმნა კანდიდატების მართვის სისტემა (ATS), რომელიც საკმაოდ დიდ შესაძლებლობას იძლევა პროცესის ეფექტურობის თვალსაზრისით. წარმოიდგინეთ, როგორც თქვენი სანდო პარტნიორი, შერჩევის პროცესში. ATS ავტომატურ პროცესად აქცევს მრავალ ამოცანას, რაც ორგანიზებულობისა და ეფექტურობის საწინდარია. დაწყებული რეზიუმეების გადარჩევიდან, ინტერვიუების დაგეგმვამდე, ATS დაგეხმარებათ ეფექტურად წარმართოთ სამუშაო, შეგიმცირებთ დროის ხარჯს, დაქირავების პერიოდს და გაზრდის რამდენიმე პროცესის ერთდროულად გადაწყვეტის რესურსს.

შერჩევის პროცესის მთავარი გამოწვევები:

ტრადიციული დაქირავება ხშირად წააგავს უსასრულო ბრძოლას არაეფექტურობის წინააღმდეგ. გიზიარებთ, რამდენიმე მთავარ გამოწვევას, რომლებსაც საქართველოში რეკრუტერები აწყდებიან:

  • კანდიდატების წყაროების კონტროლი: ბევრი რეკრუტერი კვლავ იყენებს მოძველებულ მეთოდს, სადაც კანდიდატები განაცხადებს ელ.ფოსტის საშუალებით აგზავნიან. ამ მეთოდის გამოყენებით შეუძლებელია კანდიდატების გადარჩევა წყაროების მიხედვით. შესაბამისად, გაურკვეველია, რომელი საიტებია ეფექტური თანამშრომლობისთვის. 
  • არაეფექტური რეპორტინგი: რეპორტები ძირითადად დამოკიდებულია რეკრუტერის ძალისხმევაზე მექანიკურად შეიყვანოს და აღრიცხოს მონაცემები, რაც არაგონივრული დროის ხარჯვაა და ზრდის შეცდომების ალბათობას, საბოლოო რისკი კი არასწორი რეპორტის მიღებაა.
  • უკუკავშირის სირთულე: ყოველი SMS თუ ელ.ფოსტა ინდივიდუალურად, ხელით უნდა გაიგზავნოს, რის გამოც შესაძლებელია უკუკავშირმა დიდი დროით გადაიწიოს და შედეგად მივიღოთ კანდიდატების ინტერესის შემცირება და მათი მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულება. რეკრუტერებისთვის, რომლებიც ასობით ან ათეულობით კანდიდატს უმკლავდებიან, ეს უზარმაზარი ტვირთია, როგორც ზოგადად საქმიანობისთვის, ასევე რეპუტაციულადაც.
  • ჯგუფური მუშაობის ნაკლებობა: HR გუნდებსა და შერჩევის სპეციალისტებს შორის თანამშრომლობა ხშირად ქაოტურია. პროგრესის მონიტორინგი, ჩანაწერების გაზიარება და აპლიკანტებზე მუშაობა რთულდება კომუნიკაციის ნაკლებობისას, რაც შერჩევის პროცესის გაჭიანურებასა და კანდიდატების დაკარგვას იწვევს

Screenshot 2024-10-24 120952-1

რა არის აპლიკანტების სამართავი სისტემა (ATS)?

აპლიკანტების სამართავი სისტემა (ATS) არის პროგრამული გადაწყვეტა, რომელიც სრულად აციფრულებს შერჩევის პროცესს და ეხმარება ბიზნესს ერთ სივრცეში მოაქციოს თანამშრომლების შერჩევასთან დაკავშირებული ყველა საკითხი. ATS-ის  მთავარი ამოცანაა ავტომატური გახადოს რეკრუტერებისთვის ისეთი პროცესები, როგორებიცაა რეზიუმეების გადარჩევა, ინტერვიუების ჩანიშვნა და კანდიდატებთან კომუნიკაცია. შესაბამისად, ATS რეკრუტერებისთვის შესაძლებლობაა, ყველა აპლიკანტის მონაცემები და მათთან დაკავშირებული პროცესები ერთი სივრციდან მართონ. 

თანამედროვე ATS პლატფორმები შერჩევის გამარტივებისთვის უფრო და უფრო აქტიურად იყენებენ თანამედროვე ავტომატიზაციებს და AI-ს, რაც HR გუნდებს მნიშვნელოვნად აზოგინებს დროს. ეს კი თავის მხრივ, შესაძლებლობას აჩენს რუტინული ამოცანების ნაცვლად, ფოკუსირდნენ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე. მაგალითად, AI-ს შეუძლია უხარვეზოდ გაფილტროს აპლიკანტები სასურველი კვალიფიკაციის მიხედვით, რაც გვეხმარება რომ სწრაფად ვიპოვოთ ვაკანსიისთვის რელევანტური კადრი.

Awork Flow-ს ATS კი გამორჩეულია პერსონალური გადაწყვეტების შესაძლებლობითაც, რაც ბიზნესს საშუალებას აძლევს, მოირგოს სისტემა თავიანთ ინდივიდუალურ საჭიროებებზე, იქნება ეს შერჩევის პროცესის Workflow, კომუნიკაციის შაბლონები თუ ინდივიდუალური რეპორტების გენერაცია.

ATS-ის ძირითადი უპირატესობები შერჩევის პროცესში 

Awork Flow-ს ATS პასუხობს ტრადიციული შერჩევის პროცესის გამოწვევებს ავტომატიზაციითა და ოპტიმიზაციით:

  • რეკრუტინგის პროცესის სრული ავტომატიზაცია — ვაკანსიების განთავსება, რეზიუმეების დახარისხება, ინტერვიუების დაგეგმვა და უკუკავშირების მართვა. ეს პროცესი არამხოლოდ ზოგავს დროს, არამედ გამორიცხავს მანუალური შეცდომების რისკსაც, რაც HR გუნდებს საშუალებას აძლევს, ფოკუსირდნენ სტრატეგიულ ინიციატივებსა და ტალანტების ბაზის გაუმჯობესებაზე. 
  • მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზი და შედეგები - Awork Flow-ს ანალიტიკა HR გუნდებს საშუალებას აძლევს მიიღონ პრაქტიკული ინფორმაცია რეკრუტინგის თითოეულ პროცესზე. მისი გამოყენებთი შესაძლებელია მუდმივ რეჟიმში ძირითადი მაჩვენებლების მონიტორინგი, როგორებიცაა: ვაკანსიის დახურვის დრო, კანდიდატის დაკარგვის მაჩვენებელი და ეფექტურობის წყარო. ამ ინფორმაციის ანალიტიკა კი მნიშვნელოვანია რეკრუტინგის სტრატეგიების გასაუმჯობესებლად.
  • კანდიდატების ჩართულობა - Awork Flow აუმჯობესებს კანდიდატების ჩართულობას რეკრუტინგის პროცესის განმავლობაში პერსონალიზებული კომუნიკაციის საშუალებით. ავტომატიზებული, მაგრამ პერსონალური შეტყობინებები კანდიდატებს აწვდის მათზე ფოკუსირებულ ინფორმაციას, ინარჩუნებს მათ ჩართულობას და ქმნის დადებით გამოცდილებას, რაც ხელს უწყობს დამსაქმებლის ძლიერი რეპუტაციის შექმნას.
  • გუნდებს შორის შეუფერხებელი თანამშრომლობა - Awork Flow-ს ცენტრალიზებული პლატფორმა უზრუნველყოფს რეკრუტერების, მენეჯერებისა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის შეუფერხებელ თანამშრომლობას. უწყვეტი, დროული განახლებები და კანდიდატების პროფილების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფს პროცესში ყველა შესაბამისი პირის ჩართულობასა და ინფორმირებულობას, რაც ეფექტურს ხდის დროის მენეჯმენტს, აუმჯობესებს გადაწყვეტილებების მიღების ხარისხსა და პროცესის სისწრაფეს.
  • ზრდა და პერსონალური გადაწყვეტილებები - Awork Flow შექმნილია ორგანიზაციის ზრდის შესაბამისად, მასშტაბური ფუნქციებით და პერსონალური სამუშაო პროცესებით, რომლებიც მარტივად ადაპტირდება რეკრუტინგის საჭიროებებსა და მოთხოვნებზე.

Adjara Group-ის Case Study

რატომ უნდა დანერგოთ ATS დღეს?

დღევანდელ კონკურენტუნარიან შრომის ბაზარზე, სისწრაფე და ეფექტურობა გადამწყვეტი ფაქტორებია. ტალანტების დეფიციტის ფონზე, ის კომპანიები, რომლებიც აუმჯობესებენ და აჩქარებენ რეკრუტინგის პროცესს, აშკარა უპირატესობით სარგებლობენ. კანდიდატების მართვის სისტემა (ATS) აღარ წარმოადგენს ფუფუნების საგანს – ის აუცილებელია ნებისმიერი ბიზნესისთვის, რომელიც ტალანტების ეფექტურად მოძიებას ცდილობს.

თუ თქვენი კომპანია სწრაფად ფართოვდება, ATS ადაპტირდება და ერგება ბიზნესს. ეს საშუალებას აძლევს HR გუნდს, რომ ყურადღება უფრო მეტად სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე გაამახვილოს, რაც საბოლოოდ რეკრუტინგის ხარისხს აუმჯობესებს.

HR პროცესებში ავტომატიზაციის მზარდი ტენდენციების ფონზე, მუდმივად ლიდერობენ ის კომპანიები, რომლებიც ATS-ს იყენებენ. ის არა მხოლოდ აუმჯობესებს რეკრუტინგის პროცესს, არამედ ქმნის მასშტაბურ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი ბიზნესის გრძელვადიან წარმატებას.

დასკვნა

ATS არის მთავარი გასაღები შერჩევის პროცესის ოპტიმიზაციისთვის, ეფექტურობის გაუმჯობესებისთვის, კანდიდატთა გამოცდილების გაძლიერებისთვის და შრომის კანონებთან შესაბამისობისი უზრუნველყოფისთვის. Awork Flow-ს ATS-ის დანერგვით, თქვენი შერჩევის პროცესი გახდება სწრაფი და ორგანიზებული.

გსურთ, გააუმჯობესოთ შერჩევის პროცესი? დაჯავშნეთ Awork Flow - ს დემო დღეს და გაიგეთ, როგორ შეგვიძლია დაგეხმაროთ სწრაფ და ორგანიზებულ შერჩევაში.