შერჩევის პროცესი ძალიან ჰგავს ზღვაში წვეთის ძებნას, არა? ამდენი განაცხადითა და კანდიდატით, არჩევანი შეიძლება დამაბნეველი გახდეს. Awork-ის ჩატარებული კვლევის შედეგად, კომპანიებისთვის დაქირავების პერიოდი საშუალოდ 14-21 დღეა, მათ შორის მაღალშემოსავლიანი პოზიციებისთვისაც. ეს არის ორ კვირაზე მეტი დრო, რომელიც იხარჯება რეზიუმეების გადარჩევაზე, კანდიდატებთან კომუნიკაციასა და შემდგომი ინტერვიუების ორგანიზებაზე. ეს არის რეალურად დროისა და ენერგიის დიდი დანახარჯი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პრიორიტეტი სწრაფი შერჩევაა.
სწორედ ამიტომ, შეიქმნა კანდიდატების მართვის სისტემა (ATS), რომელიც საკმაოდ დიდ შესაძლებლობას იძლევა პროცესის ეფექტურობის თვალსაზრისით. წარმოიდგინეთ, როგორც თქვენი სანდო პარტნიორი, შერჩევის პროცესში. ATS ავტომატურ პროცესად აქცევს მრავალ ამოცანას, რაც ორგანიზებულობისა და ეფექტურობის საწინდარია. დაწყებული რეზიუმეების გადარჩევიდან, ინტერვიუების დაგეგმვამდე, ATS დაგეხმარებათ ეფექტურად წარმართოთ სამუშაო, შეგიმცირებთ დროის ხარჯს, დაქირავების პერიოდს და გაზრდის რამდენიმე პროცესის ერთდროულად გადაწყვეტის რესურსს.
ტრადიციული დაქირავება ხშირად წააგავს უსასრულო ბრძოლას არაეფექტურობის წინააღმდეგ. გიზიარებთ, რამდენიმე მთავარ გამოწვევას, რომლებსაც საქართველოში რეკრუტერები აწყდებიან:
აპლიკანტების სამართავი სისტემა (ATS) არის პროგრამული გადაწყვეტა, რომელიც სრულად აციფრულებს შერჩევის პროცესს და ეხმარება ბიზნესს ერთ სივრცეში მოაქციოს თანამშრომლების შერჩევასთან დაკავშირებული ყველა საკითხი. ATS-ის მთავარი ამოცანაა ავტომატური გახადოს რეკრუტერებისთვის ისეთი პროცესები, როგორებიცაა რეზიუმეების გადარჩევა, ინტერვიუების ჩანიშვნა და კანდიდატებთან კომუნიკაცია. შესაბამისად, ATS რეკრუტერებისთვის შესაძლებლობაა, ყველა აპლიკანტის მონაცემები და მათთან დაკავშირებული პროცესები ერთი სივრციდან მართონ.
თანამედროვე ATS პლატფორმები შერჩევის გამარტივებისთვის უფრო და უფრო აქტიურად იყენებენ თანამედროვე ავტომატიზაციებს და AI-ს, რაც HR გუნდებს მნიშვნელოვნად აზოგინებს დროს. ეს კი თავის მხრივ, შესაძლებლობას აჩენს რუტინული ამოცანების ნაცვლად, ფოკუსირდნენ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე. მაგალითად, AI-ს შეუძლია უხარვეზოდ გაფილტროს აპლიკანტები სასურველი კვალიფიკაციის მიხედვით, რაც გვეხმარება რომ სწრაფად ვიპოვოთ ვაკანსიისთვის რელევანტური კადრი.
Awork Flow-ს ATS კი გამორჩეულია პერსონალური გადაწყვეტების შესაძლებლობითაც, რაც ბიზნესს საშუალებას აძლევს, მოირგოს სისტემა თავიანთ ინდივიდუალურ საჭიროებებზე, იქნება ეს შერჩევის პროცესის Workflow, კომუნიკაციის შაბლონები თუ ინდივიდუალური რეპორტების გენერაცია.
Awork Flow-ს ATS პასუხობს ტრადიციული შერჩევის პროცესის გამოწვევებს ავტომატიზაციითა და ოპტიმიზაციით:
რატომ უნდა დანერგოთ ATS დღეს?
დღევანდელ კონკურენტუნარიან შრომის ბაზარზე, სისწრაფე და ეფექტურობა გადამწყვეტი ფაქტორებია. ტალანტების დეფიციტის ფონზე, ის კომპანიები, რომლებიც აუმჯობესებენ და აჩქარებენ რეკრუტინგის პროცესს, აშკარა უპირატესობით სარგებლობენ. კანდიდატების მართვის სისტემა (ATS) აღარ წარმოადგენს ფუფუნების საგანს – ის აუცილებელია ნებისმიერი ბიზნესისთვის, რომელიც ტალანტების ეფექტურად მოძიებას ცდილობს.
თუ თქვენი კომპანია სწრაფად ფართოვდება, ATS ადაპტირდება და ერგება ბიზნესს. ეს საშუალებას აძლევს HR გუნდს, რომ ყურადღება უფრო მეტად სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე გაამახვილოს, რაც საბოლოოდ რეკრუტინგის ხარისხს აუმჯობესებს.
HR პროცესებში ავტომატიზაციის მზარდი ტენდენციების ფონზე, მუდმივად ლიდერობენ ის კომპანიები, რომლებიც ATS-ს იყენებენ. ის არა მხოლოდ აუმჯობესებს რეკრუტინგის პროცესს, არამედ ქმნის მასშტაბურ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი ბიზნესის გრძელვადიან წარმატებას.
დასკვნა
ATS არის მთავარი გასაღები შერჩევის პროცესის ოპტიმიზაციისთვის, ეფექტურობის გაუმჯობესებისთვის, კანდიდატთა გამოცდილების გაძლიერებისთვის და შრომის კანონებთან შესაბამისობისი უზრუნველყოფისთვის. Awork Flow-ს ATS-ის დანერგვით, თქვენი შერჩევის პროცესი გახდება სწრაფი და ორგანიზებული.
გსურთ, გააუმჯობესოთ შერჩევის პროცესი? დაჯავშნეთ Awork Flow - ს დემო დღეს და გაიგეთ, როგორ შეგვიძლია დაგეხმაროთ სწრაფ და ორგანიზებულ შერჩევაში.