Skip to content

ჩემი, ჩუმი შვებულება!

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ძალიან საინტერესო ტრენდზე გვინდა მოგიყვეთ, რასაც ჩვენ დავარქვით - "ჩემი ჩუმი შვებულება".
 
Awork - ჩემი ჩუმი შვებულება

"ჩემი ჩუმი შვებულება"- ამ ტრენდმა ფეხი დისტანციურ მუშაობასთან ერთად მოიკიდა და ადამიანური კაპიტალის მმართველებისთვის საკმაოდ დიდი გამოწვევა გახდა. ხშირად თქვენი თანამშრომლები, გაუფრთხილებლად და გამოყოფილი შვებულების ან/და დეი ოფის გარეშე, ფარულად ისვენებენ 👻.

 

ამ ტრენდის მკვლევარებმა (Resume Builder,2024) დაადგინეს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 10-დან 1-მა თანამშრომლმა მაინც მოიწყო "ჩემი ჩუმი შვებულება". ამ პერიოდში, ჩუმი მოგზაურების 60% სრულიად გამოთიშულნი ნამდვილად არ არიან სამუშაო პროცესიდან და თავდაცვის მექანიზმად მეილებზე სწრაფ კომუნიკაციასა და ონლაინ შეხვედრებზე დასწრებას იყენებენ. ხოლო 40% იღებს იმ რისკს რომ საერთოდ კავშირზე არ იყოს.


რა არის ამ ყველაფრის უკან ? 

2148204455

 

ამ ტრენდს საკმაოდ საინტერესოს ხდის შემდეგი ფაქტი - თანამშრომელთა 68%-ს მიაჩნიათ, რომ მათი უშუალო ხელმძღვანელი საკმაოდ დიდ მხარდაჭერას უცხადებს ყველა თანამშრომელს, ვისაც დასვენება სურს/სჭირდება. თუმცა, სამი ძირითადი მიზეზი არსებობს რის გამოც თქვენი თანამშრომლები ამ რისკზე მიდიან.
  1. დანაშაულის შეგრძნება, შვებულების აღების დროს - ეს კოლეგიალურობის მაღალი მაჩვენებლით შეიძლება შეფასდეს, რადგანაც ხშირად თქვენს თანამშრომლებს არ სურთ კოლეგებს გადააბარონ მათი მიმდინარე თასქები.
  2. მორიდებულობისგან გამოწვეული შფოთვა.
  3. შვებულების არასკამარისი დღეები.

 

როგორ შევებრძოლოთ ამ ყველაფერს?

შენ, როგორც ადამიანური კაპიტალის მმართველი, გარვეულწილად პასუხისმგებელი ხარ, რომ თანამშრომლებმა დროულად აიღონონ შვებულება. მორიდებისგან გამოწვეული შფოთვისა და დასვენების დანაშაულის აღმოსაფხვრელად, შეგიძლია წამოწიო ეს საკითხი გუნდურ ან/და პირისპირ შეხვედრებზე. ასევე, თუ ხედავ კონკრეტულ თანამშრომელს, რომელიც კარგად ართმევს თავის ყოველდღიურ სამუშაოს და არ აქვს შვებულებაში გასვლის უფლება, რადგანაც ახალი კადრია ან/და ამოწურა შვებულების დღეები, შეგიძლია კეთილი ნება გამოიჩიონო მათ მიმართ და რამდენიმე დეი ოფით დაასაჩუქრო.
 

Awork-ის საზაფხულო პრაქტიკა

ჩვენი გუნდი საკმაოდ დინამიურია და სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთაშიც, ბარშიც და ოფისშიც ერთნაირად პროდუქტიულად ვმუშაობთ. ზუსტად ამიტომ, ჩვენს ნებისმიერ თანამშრომელს საშუალება ეძლევა აგვისტოს თვეში ორი კვირა გაატაროს სასურველ გარემოში - დისტანციურად. დიდ კომპანიებს შეუძლიათ ეს პრაქტიკა დეპარტამენტის ხელმძღვანელებს მიანდონ, რადგანაც ზუსტად მათ აქვთ ცოდნა საკუთარი გუნდის დისტანციური მუშაობის დინამიურობასა და გამართლებულობაზე.