Skip to content

წკაპი — შენი ახალი AI მეგობარი Awork-ისგან!

 წკაპი

ვაკანსიის გამოქვეყნება არასდროს ყოფილა ასეთი მარტივი!

გვინდა გაგიზიაროთ სასიამოვნო სიახლე Awork-ში: წარმოგიდგენთ წკაპს, ახალ AI ჩატს, რომელიც ვაკანსიის გამოქვეყნების პროცესს კიდევ უფრო სწრაფს, მარტივს და ეფექტურს ხდის.ვინ არის "წკაპი"?

წკაპი Awork-ის AI ჩატია, რომელიც სპეციალურად HR-ებისთვის შეიქმნა, რათა ვაკანსია მხოლოდ ერთი წკაპით გამოაქვეყნო.  წკაპი წკაპში აგვარებს!

  • აღარ გჭირდება ფორმების შევსება.

  • აღარ გჭირდება შაბლონების მოძიება.

  • აღარ გჭირდება მეილების გაგზავნა დასაქმების პლატფორმებზე.

  • და რაც მთავარია, არც Awork-ის ექაუნთი გჭირდება! წკაპი თავად გიხსნის პროფილს.

 

უბრალოდ დაიწყე საუბარი წკაპის ჩატში. მაგალითად, უთხარი: „მინდა დავდო გრაფიკული დიზაინერის ვაკანსია.“ წკაპი დაგისვამს რამდენიმე მარტივ კითხვას, შექმნის ვაკანსიის ტექსტს და თავადვე გამოაქვეყნებს.

ერთი დიალოგი, ერთი წკაპი და შენი ვაკანსია უკვე გამოქვეყნებულია!

რატომ შევქმენით წკაპი?

HR-ებისთვის ვაკანსიის გამოქვეყნება ხშირად ხანგრძლივი და ბიუროკრატიული პროცესია, რომელიც მოიცავს ტექსტის მომზადებას, მეილების გაგზავნას და გამოქვეყნების მოლოდინს. Awork-ში ჩვენი მიზანია, ეს პროცესი მაქსიმალურად მარტივ და ადამიანურ კომუნიკაციამდე დავიყვანოთ.

წკაპი გესაუბრება, შენს მაგივრად წერს და შენს მაგივრად აქვეყნებს.

საბოლოო ჯამში: შენ გრჩება დრო იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია – ადამიანებზე.

როგორ მუშაობს?

  • იწყებ საუბარს ჩატში.

  • წკაპი გისვამს საჭირო კითხვებს.

  • გიმზადებს ვაკანსიის ტექსტს.

  • აქვეყნებს ვაკანსიას.

დამატებითი ბონუსი 🎁

თუ წკაპს პირველად გამოიყენებ, ვაკანსიის გამოქვეყნებაზე 30%-იან ფასდაკლებას მიიღებ!

უბრალოდ ჩატში მითხარი: „მინდა დავდო ვაკანსია“, და დანარჩენზე წკაპი იზრუნებს.

 

სცადე ახლავე! 👉 დაწყება Awork-ში

ეს არის წკაპი, სადაც ტექნოლოგია შენზე ზრუნავს.