რა უნდა მოითხოვო დამსაქმებლისგან?! ეს არ არის პრეტენზია, ეს არის ჯანსაღი მოლოდინი
შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ხელფასის სანაცვლოდ შესრულებულ სამუშაოს არ გულისხმობს. წარმატებული კარიერა, პროფესიული განვითარება და ცხოვრების ხარისხი უშუალოდ არის დაკავშირებული იმ გარემოზე, რომელსაც დამსაქმებელი ქმნის. ევორქი სწორედ იმ ღირებულებებზე უსვამს ხაზს, რაც ჯანსაღ სამუშაო კულტურას აყალიბებს. ამ ბლოგში განვიხილავთ იმ ძირითად ელემენტები, რაც თითოეულმა თანამშრომელმა უნდა მოითხოვოს საკუთარი დამსაქმებლისგან ღიად, სამართლიანად და კონსტრუქციულად.
1. მოწესრიგებული და გამჭვირვალე კონტრაქტი
ყველაფერი იწყება ფუნდამენტით, წერილობითი შრომითი ხელშეკრულება, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს შენს როლს, პასუხისმგებლობებს, სამუშაო საათებს, ანაზღაურებასა და სხვა პირობებს.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
პასუხი მარტივია: რათა არც შენ და არც დამსაქმებელი არ აღმოჩნდეთ გაურკვეველ ან უსამართლო გარემოში. გამჭვირვალობა ნდობას აყალიბებს.
2. პატივისცემა სამუშაო დროისადმი და ბალანსი
დღეს “9-დან 6-მდე” სამუშაო დრო ბევრგან პირობითი გახდა.
მოითხოვე:
- სამუშაო საათების დასრულების შემდეგ არ მოგეთხოვოს პასუხი სლეკში, ელფოსტაზე ან ზარებზე.
- დასვენება რეალურად ნიშნავდეს დასვენებას, შვებულება კი შვებულებას.
ჯანსაღი სამუშაო გარემო იქმნება მაშინ, როცა დამსაქმებელი პატივს სცემს შენს პირად სივრცეს და მართავს პროცესს.
3. განვითარების შესაძლებლობა
თანამედროვე სამყაროში განვითარება უმნიშვნელოვანესი მოტივატორია. შენ უნდა გქონდეს უფლება და წვდომა:
- ტრენინგებზე,
- სერთიფიკატებზე,
- მენტორობაზე და პროფესიულ კონფერენციებზე.
დამსაქმებელი, რომელიც არა მხოლოდ დღეს ეფექტურად შესრულებულ დავალებაზეა ორიენტირებული, არამედ შენში ინვესტირებს ხვალინდელი დღისთვის, უკვე შენი მოკავშირეა.
4. უსაფრთხო და კეთილგანწყობილი გარემო
ფიზიკური უსაფრთხოება და ფსიქოლოგიური კომფორტი არ არის ფუფუნება, ესა არის აუცილებლობა.
მოითხოვე:
- ტოქსიკური გარემოსგან დაცვა,
- დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროებისგან თავისუფალი სივრცე,
- შესაძლებლობა, რომ შენს აზრს ჰქონდეს მნიშვნელობა.
5. შესაფერისი ანაზღაურება და ბენეფიტები
თანამშრომელს არ უნდა უწევდეს ღირსეული ანაზღაურების მოთხოვნა, ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი. თუმცა, ხელფასის გარდა, დღესდღეობით მნიშვნელოვანია:
- ჯანდაცვის პაკეტი,
- ჰიბრიდული ან დისტანციური მუშაობის რეჟიმის არჩევა,
- ფსიქოლოგიური დახმარების ხელმისაწვდომობა.
6. უკუკავშირის და განვითარების კულტურა
დამსაქმებელი, რომელიც არ გაწვდის უკუკავშირს ან შენს აზრს არ ითვალისწინებს, ვერ განვითარდება.
მოითხოვე:
- რეგულარული one-on-one შეხვედრები,
- პროგრესის შეფასება,
- შესაძლებლობა შენც მისცე ფიდბექი შენს მენეჯერს.
დასკვნა
მოთხოვნა ჯანსაღი კომუნიკაციის საფუძველია. ეს არ არის ულტიმატუმი, ეს არის თანამშრომლობის ხარისხის გაუმჯობესების ფორმულა. თანამშრომლებს, რომლებსაც აქვთ რეალისტური და სამართლიანი მოლოდინები, შეუძლიათ არა მხოლოდ საკუთარი კარიერის, არამედ მთლიანად კომპანიის წარმატების გაუმჯობესება.
გადმოწერე Awork-ის აპლიკაცია და გადახედე მიმდინარე ვაკანსიებს!